სტუ-ის მეცნიერებმა კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერებმა ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფოსმა, პროფესორმა თამაზ ხმელიძემ და ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა პეგაგოგმა, სამხედრო ინჟინერიის აკადემიუმა დოქტორმა რევაზ სახვაძემ, ახალი გამოგონების შესახებ ნაშრომი – „ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“ და რეალური კონსტრუქცია 2 მ დიამეტრის განშლად-დასაკეცი მოდელი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის გამართულ ღონისძიებაზე – „წლის საუკეთესო მიღწევა“, წარადგინეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტის შექმნა არის სტუ-ის მეცნიერების მორიგი წარმატება, იმ ფონზე, როცა 24 წლის წინ, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საინჟინრო სკოლის მეცნიერების გამოგონება, პირველი ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა გავიდა კოსმოსში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერ-თანამსრომელთა მორიგი გამოგონება, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ალმა-მატერი, 24 წლის წინ გაკვალულ გზას წარმატებით აგრძელებს. როგორც ვიცი, განაცხადი უკვე წარდგენილია საქპატენტში და ასევე, ცნობილია, რომ კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტით დაინტერესებულია ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ინგლისი. ვულოცავ წარმატებას მეცნიერთა ჯგუფს და ვუსურვებ წინსვლას“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ თამაზ ხმელიძის თქმით: „კოსმოსური ანტენის საყრდენი რგოლის გაუმჯობესებული ვარიანტი არის პატარა მოცულობის, მართკუთხა კონტეინერის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც გაშლის დროს ღებულობს წრის ფორმას, რომელიც იმართება დისტანციურად. კონსტრუქციის გაშლისას საყრდენ წრეზე გადაიჭიმება ამრეკლი ანტენა, რომელიც სიგნალს მიიღებს და გადასცემს. ეს არის ახალი სიტყვა, ახალი გამოგონება, რომელსაც ანალოგი არა აქვს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ გამოგონების დაპატენტებაზე. გამოგიონებით დაინტერესებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნები, უკვე გვაქვს ურთიერთობები, ავიღებთ პატენტს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებაში – „წლის საუკეთესო მიღწევა“ მონაწილეობა მიიღო 41-მა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებამ, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ. ჩვენი მოხსენება – ”ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტა“, ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება“, – აცხადებს თამაზ ხმელიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, კონსტრუქცია წარმოადგენს ერთ-ერთ ახალ მოდიფიკაციას სტუ-ის ყოფილი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული სქემებისა და მათ მიხედვით შექმნილი მოდელისა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს დამუშავებული აქვს ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ახალი კლასი.
ცნობისთვის: “რეფლექტორი”, რომლის გენერალური კონსტრუქტორია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ღია კოსმოსურ სივრცეში 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. 1999 წლის 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში დაიწყო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა, წარმატებულად დამთავრდა. ამის შემდეგ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, ჩამოცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა კოსმოსში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისს აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...