სტუ-ში დაიწყო გარემოსდაცვითი პროექტი – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“.
პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის მესამე და მეოთხე სასწავლო კორპუსებს შორის მდებარე სკვერში გაიმართა, სადაც, საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით, სტუდენტებმა ამბრისა და სოფორას ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.
სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის, დავით ლეშკაშელის თქმით, გარემოსდაცვითმა პროექტმა – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აიღო სტარტი, ესტაფეტას კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემენ.
„კამპანიას, „სტუდენტები ერთად სიმწვანისათვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო, ერთჯერადი ხასიათი არ ექნება. ესაა ჩვენი, სტუდენტების სიტყვა ბუნების დასაცავად. პროექტში ჩაერთვება საქართველოში აკრედიტირებული ყველა უნივერსიტეტი, იმდენად რამდენადაც ის ერთგვარი გამოწვევაა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. მადლობა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზო ვასაძეს, რომელიც დიდი სიხარულით ჩაერთო პროექტში და ამბრისა და სოფორას ნერგები გვაჩუქა. ასევე, მადლობა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას (SOA) მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით ლეშკაშელმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პროექტით საფუძველი ჩაეყარა ახალ გარემოსდაცვით კამპანიას, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას ახალი პროექტის დაწყებისთვის. ბუნების დაცვა, მოვლა, განაშენიანება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და როცა სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ინიციატივა გააჟღერა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავუჭირეთ მხარი. მადლობა საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზოს, სტუდენტების მხარდაჭერისთვის. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა რექტორს და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პროექტის ინიციირებისა და ორგანიზებისთვის. როგორც გიზო ვასაძემ აღნიშნა, გამგეობა მზადაა სტუდენტებს მსგავს საინტერესო პროექტებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...