სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვეს.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირინე ყაჭიური და მარი თებიძე გახდნენ.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამარჯვებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხი განაპირობებს, რაც თავის მხრივ ზრდის სტუდენტთა დაინტერესებასა და მოტივაციას, მეტად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში და მეტად გამოიყენონ საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.
„ჩვენი ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წარმატება. მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ირინე ყაჭიურმა, პროფესორ გელა ყიფიანის ხელმძღვანელობით, საკონკურსოდ წარადგინა პროექტი – „ხარიხა ამწის დინამიკური კვლევა“, ხოლო ამავე პროგრამის მაგისტრანტის, მარი თებიძის საკონკურსო პროექტი – „ტალღამტეხი ნაგებობების მოწყობა ბეტონის ბლოკებით“ პროფესორ მანონი კოდუას მენტორობით შემუშავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესი და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ მყარი საფუძველი და გავუღვივოთ ინტერესი, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და შეძლონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება“, – აცხადებს გინა გურეშიძე.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ 42 გამარჯვებულ პროექტს შორის ორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებს ეკუთვნით.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....