სტუ-ში სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების განახლების პროცესი გრძელდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის განახლების პროცესი გრძელდება.
გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი ოთხი დასახელების სინთეზური მინერალების სადიაგნოსტიკო ხელსაწყო-მოწყობილობებით აღიჭურვა.
გარდა ამისა, ცენტრმა ბრილიანტების, ძვირფასი ქვების კოლექციები და საიუველირო ნაკეთობები შეიძინა. ასევე, გადაიარაღდა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების მოსამზადებელი სასწავლო კურსების აღჭურვილობა და კოლექციები.
სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ცენტრს, „არემჯი ჯგუფმა“ გრუნტებისა და ქანების ფიზიკური და მექანიკური პარამეტრების კვლევის ISO 9001:2008, ASTME, EN სტანდარტის შესაბამისი 57 დასახელების ხელსაწყო-მოწყობილობა გადასცა.
„ცენტრს „არემჯი ჯგუფმა“ გადმოსცა ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი, ქანების, მინერალებისა და მადნების სახრესი და სამტვრეველა, რომელთა განთავსება დაგეგმილია ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიასა და საპრეპარაციო ლაბორატორიაში. ხელსაწყო-მოწყობილობების ნაწილი განკუთვნილია სასწავლო პროცესისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად, სასწავლო პროცესში მრავალი სასწავლო კურსის სილაბუსებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად, სამეცნიერო კონფერენციების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მიზანია, ლაბორატორიაში კვლევის ყველა მეთოდი და სფერო იყოს საერთაშორისო სტანდარტების (ISO, ASTME, EN) შესაბამისი და ჩატარებული ანალიზები არა მარტო მაღალი სანდოობის, არამედ, საერთაშორისო სტანდარტებით იყოს შესრულებული. მომავალი წლიდან ვგეგმავთ აკრედიტებული სფეროების დამატებას და გეოტექნიკის ლაბორატორიის ამუშავებას,“ – აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ განმეორებითი აკრედიტაცია 2022 წელს წარმატებით გაიარა.
ლაბორატორიის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებთან და სამუშაოებს 14-ზე მეტ აკრედიტებულ სფეროში ახორციელებს. ლაბორატორია აღჭურვილია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობებით. უნივერსიტეტი ლაბორატორიული სივრცისა და აღჭურვილობის განახლებასა და მოდერნიზებაზე მუდმივად ზრუნავს.
ლაბორატორიის აკრედიტებული საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ოქრო-ვერცხლის შენადნობები, მათ შორის: საიუველირო, ოქრო-პალადიუმ-პლატინის და ბადე კატალიზატორი პლატინის შენადნობები.ფერადი ლითონები, რკინა და მათი შენადნობები. ძვირფასი ლითონების შემცველი მასალები და ჯართი, კერამიკა. არაორგანული ნარჩენები – გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო და სამშენებლო.
ასევე, საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები, პლასტილინი, პლასტმასის სათამაშოები, პლასტმასები, მათი ნაწარმი, მათი ნარჩენები, პოლიმერული ნაწარმი, მათი ნარჩენები. ოქროს შემცველი მადანი, სპილენძის მადანი, სპილენძის კონცენტრატი, ბარიტ-პოლიმეტალური მადანი, მანგანუმის მადანი და კონცენტრატი. ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები); მაგმური ქანები: მეტამორფული ქანები; დანალექი ქანები; ქანმაშენი მინერალები; მადნეული მინერალები; ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა და ა.შ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...