სტუ-ის სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „რუსთავის აზოტს“ ეწვივნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს – „რუსთავი აზოტი ინდორამას“ ეწვივნენ.
ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და საწარმოში მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს გაეცნენ.

მომავალ ქიმიკოსებს პროფესიული დღე Indorama Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და „რუსთავი აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ მიულოცეს.
ლევან ბურდილაძე ახალგაზრდებს საწარმოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა თუ ახალი წამოწყებების შესახებ ესაუბრა, კომპანია Indorama-ს შესახებ კი ინფორმაცია მათ ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ გააცნო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და „რუსთავის აზოტს“ შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ მმართველ გუნდსა და სპეციალისტებს – ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვულოცავთ ქიმიკოსის პროფესიულ დღეს და გვსურს გადავცეთ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულთბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები. „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია – წარმატებებს ვუსურვებთ მათ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაინტერესებული „რუსთავის აზოტთან“ თანამშრომლობის გაფართოებითა და გაღრმავებით. დარწმუნებული ვართ, ეს საწარმოსთვისაც პრიორიტეტულია.

გარდა ქიმიური ტექნოლოგიისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ მათი ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება როგორც უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის, ასევე „რუსთავის აზოტისთვის“ და საერთო ჯამში – ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი სურვილი გვაქვს, მეტად გავააქტიუროთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამები დარგობრივი კუთხით, ავამოქმედოთ ინოვაციური კვლევითი პროექტები ჩვენი სტუდენტების, მკვლევრების და საწარმოს სპეციალისტთა ჩართულობით. ეს ხელს შეუწყობს პროფესიონალთა ახალი თაობის ფორმირებას, რომლებიც უნივერსიტეტიდან წარმოებაში გადაინაცვლებენ და სამომავლოდ, დარგის განვითარებაში თავიანთ სოლიდურ წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.
შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს ადგილზე გაეცნენ და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც საწარმოს ხელმძღვანელი პირებისა და სპეციალისტებისგან, ასევე უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან.
სტუდენტები სხვადასხვა საამქროში დააკვირდნენ ამიაკის სინთეზის, ამიაკის წყლის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას, ასევე, მინერალური სასუქების წარმოების პროცესებს, რომლებიც საწარმოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, „რუსთავის აზოტის“ ისტორიას გაეცნენ და საწარმოს სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...