სტუ-ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge (2023 წლის 21 აგვისტოდან – 7 სექტემბრის ჩათვლით) გაივლის რეგისტრაციას და მოიპოვებს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სტუ-ში, ოფიციალურ ვებ – გვერდზე (www.gtu.ge) განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1) და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
საბუთები მიიღება: ყოველდღე 2023 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. 10 00 სთ-დან – 16 00 სთ-მდე;
მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; 1- ლი სართული; სტუ-ის კანცელარია;
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);
დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).
· ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2023 წლის 18 სექტემბრის 17 სთ-ისა.
· მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს დაუყოვნებლივ განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ
· საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე
შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.
|
N |
სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
|
1 |
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)
|
ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; |
|
2 |
გარემოსდაცვითი ინჟინერია |
ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია |
|
3 |
ფარმაცია |
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია |
|
4 |
მეტალურგია |
ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა |
|
5 |
მასალათმცოდნეობა |
ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა |
|
6 |
არქიტექტურა |
არქიტექტურის ბაკალავრის დიპლომი |
|
7 |
სამართალი |
სამართლის ბაკალავრი დიპლომი |
|
8 |
აგრარული ტექნოლოგიები |
ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: (01) აგრარული მეცნიერება (05) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერება |
|
N |
სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
|
1 |
სამხედრო ინჟინერია |
მაგისტრის ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის მიმართულებით, შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი წოდების ოფიცრები, ასევე ის ოფიცრები, რომელთა სამსახურებრივ ფუნქციებში შედის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებიც; |
|
2 |
მეტალურგია |
მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა |
|
3 |
მასალათმცოდნეობა |
მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა |
|
4 |
ტრანსპორტი |
მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა. |
|
5 |
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია |
მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა. |
|
6 |
არქიტექტურა |
არქიტექტურის მაგისტრის დიპლომი |
|
7 |
საერთაშორისო ურთიერთობები |
მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სოციალურ მეცნიერებებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ჰუმანიტრულ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო მმართველობაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. |
|
8 |
ინფორმატიკა |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით |
|
9 |
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი |
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით; |
|
10 |
მათემატიკა |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობებით. |
|
11 |
ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ბიოსამედიცინო სპეციალობებით; |
· ბრძანება სტუ–ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა;
· სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...