სტუ-ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge (2023 წლის 21 აგვისტოდან – 7 სექტემბრის ჩათვლით) გაივლის  რეგისტრაციას და მოიპოვებს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სტუ-ში, ოფიციალურ ვებ – გვერდზე (www.gtu.ge) განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად.  

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1)  და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

საბუთები  მიიღება:  ყოველდღე 2023 წლის  11  სექტემბრიდან 15 სექტემბრის  ჩათვლით. 10 00 სთ-დან – 16 00 სთ-მდე;

მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; 1- ლი სართული; სტუ-ის კანცელარია;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:    

1.   პირადობის მოწმობის  ასლი;

2.   სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3.   სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4.   პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5.   უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6.   ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

     მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);

     დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

· ჩათვლილი კრედიტებისა და  ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს  არაუგვიანეს 2023 წლის 18 სექტემბრის 17 სთ-ისა.

· მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს დაუყოვნებლივ განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

· საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე

შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

2

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

3

ფარმაცია

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა;

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

4

მეტალურგია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

5

მასალათმცოდნეობა

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

6

არქიტექტურა 

არქიტექტურის ბაკალავრის  დიპლომი

7

სამართალი

სამართლის ბაკალავრი დიპლომი

8

აგრარული ტექნოლოგიები

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

(01) აგრარული მეცნიერება

(05) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერება

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

სამხედრო ინჟინერია

მაგისტრის ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის მიმართულებით, შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი წოდების ოფიცრები, ასევე ის ოფიცრები, რომელთა სამსახურებრივ ფუნქციებში შედის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებიც;

2

მეტალურგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

3

მასალათმცოდნეობა

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

4

ტრანსპორტი

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

6

არქიტექტურა 

არქიტექტურის მაგისტრის  დიპლომი

7

საერთაშორისო ურთიერთობები

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი

სოციალურ მეცნიერებებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ჰუმანიტრულ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო მმართველობაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

8

ინფორმატიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით

9

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით;

10

მათემატიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობებით.

11

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის,  ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ბიოსამედიცინო სპეციალობებით;

·     ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა;

·     სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.   

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?