სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრენინგ კურსს “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყებს. ოთხკვირიანი კურსი, 1 აპრილს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. შეხვედრების ნაწილი ონლაინ რეჟიმშიც გაიმართება. მონაწილეებს კონკრეტული კალენდრის და ფორმატის შესახებ, ინფორმაცია კურსის დაწყებამდე მიეწოდებათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, ტრენინგი უსასყიდლოდ ტარდება და მისი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
კურსებზე დასწრება, საქართველოს ნებისმიერი სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებსა და ყველა ფაკულტეტის ბაკალავრებს შეუძლიათ.
ტრენინგ კურსი ეხმაურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონცეფციას, რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში, რადგან მოვლენებმა, რომლებიც ონლაინ ხდება, შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე.
კურსი მიზნად ისახავს: გამოხატვის თავისუფლების, კონფიდენციალურობის, თანასწორობის უფლებისა და ხელოვნური ინტელექტის კვეთას, რომელიც ბადებს მნიშვნელოვან კითხვას – ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს თუ საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას?
კურსის ფარგლებში, მსმენელები მიიღებენ ცოდნას, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ უფლებებზე, რა უპირატესობები აქვს და რა რისკები ახლავს მის გამოყენებას. კრიტიკული აზროვნებისა და მონაცემთა წიგნიერების უნარების განვითარებით, შეძლებენ შეაფასონ ეთიკური დილემები და გამოწვევები; ასევე ხელოვნური ინტელექტის სისტემების რომელი დიზაინი უწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას.
ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანებს, მაგრამ მისი გამოყენების შესახებ ცოდნა, მსმენელს შრომის პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ ახსნან, თუ როგორ ვლინდება მიკერძოება და დისკრიმინაცია ხელოვნური ინტელექტის პირობებში, როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტი (AI), რა სტრატეგიები არსებობს მანქანური სწავლების მიკერძოების შესამცირებლად და რა როლი აქვთ ალგორითმებს AI-ის ეთიკური განვითარებისა და გამოყენების გასაუმჯობესებლად.
ტრენინგს გაუძღვებიან:
მარიამ ცაცანაშვილი – პროფესორი, სტუ – ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;
სულხან ტაბატაძე – მოწვეული ასისტენტ-პროფესორი, IT სპეციალისტი
ქეთევან ცაცანაშვილი – საჯარო მმართველობის დოქტორი, ინოვაციების მართვის მკვლევარი.
ტრენინგ კურსებზე დასწრების მსურველებმა, განაცხადი უნდა გააგზავნონ 20 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: ქეთევან ცაცანაშვილის – მობ: 555 16 32 32
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...