სტუ-ის სტუდენტები კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT – Karlsruhe Institute of Technology) მეცნიერებს — დოქტორ ბირგიტ მიულერსა და ბერნდ აბერლის შეხვდნენ.
შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პარტნიორობით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის – DAMAST – ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის დირექტორი ჯონი ჭანია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი კობა გოგოხია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარი თომას ნეიდერჰუბერი, ასევე, სამთო-ჰიდროინჟინერიისა და სამთო-გეოლოგიის მიმართულების სპეციალისტები.
შეხვედრა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა გახსნა. დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის კოლაბორაცია 2020 წლიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო. ზურაბ გვიშიანის თქმით, KIT-თან პარტნიორობით ხორციელდება საერთაშორისო პროექტები – DAMAST-ი და DAAD-ი, რომელთა მიზანია თანამშრომლობის გაფართოება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გერმანელი და ქართველი სტუდენტების ჩართულობით, რაც შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების გაძლიერებასა და ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, პროექტი DAMAST-ი, რომლის ეგიდითაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე ძირითად პროცესებს და უსაფრთხოების პარამეტრებს იკვლევს, ასევე, კაშხლის ტრანსფერული მონიტორინგის კონცეფციებს შეიმუშავებს.
„ვსარგებლობთ შემთხვევით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის განათლებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს, მადლობას ვუხდით კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას – დოქტორ ფრანკ შილინგს და გერმანელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტისთვის გაწეული სამუშაოებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პროექტ DAMAST-ის ხელმძღვანელის, დოქტორ ბირგიტ მიულერის ღვაწლი და ძალისხმევა, რამაც დიდად განაპირობა ამ უაღრესად აქტუალური პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები. DAMAST-ის განხორციელება და მასში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება ჰიდროინჟინერიას, ამ მიმართულებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ის ჰიდროენერგეტიკური სწავლებისა და კვლევების ძირითად ცენტრად მოიაზრება. სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გეგმავს მეტად გააღრმავოს და გააფართოოს კალსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს“, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მირიან ყალაბეგიშვილმა ინფორმაციით, DAMAST-ის ფარგლებში, უნივერსიტეტის გეოლოგიისა და ჰიდროინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებმა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენგურჰესზე პრაქტიკები გაიარეს, დეტალურად შეისწავლეს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძის გეოლოგიურ-ტექნოლოგიური ციკლი, რაც მოიცავს კერნის ამოღებას, მათ დამუშავებასა და სკანირებას. ასევე, უახლესი დანადგარებისა და გამზომ მიწყობილობათა გამოყენებით, სხვადასხვა სახის ანალიზი ჩაატარეს. გარდა ამისა, სტუ-ის სტუდენტებმა, რომლებიც კვლევითი სამუშაოებით არიან დაკავებულნი, კალსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სსპეციალური ტრენინგები გაიარეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროექტ DAMAST-ის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენდაც ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მდიდარ საქართველოში ჰიდრორესურსების დაახლოებით 20-25%-ია ათვისებული, რაც სამომავლოდ, ქვეყნისთვის ფართო პერსპექტივებს სახავს.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პროექტ DAMAST-ის ფარგლებში, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ბერნდ აბერლის მენტორობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი-ვორქშოფი გაიხსნა. სასწავლო ღონისძიება, რომლის მიზანიც საინექციო-საცემენტაციო სამუშაოების სპეციფიკის შესახებ სტუდენტების ინფორმირებაა, 4 დღე გაგრძელდება და 15 მარტს დასრულდება. სემინარ-ვორქშოფის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია გასვლა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც სტუ-ის სტუდენტები მტკვრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნობიან.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...