სტუ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

News

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და აკადემიური-სამეცნიერო წრეების სახელით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:

„ქვეყანაში უმძიმესი დღეებია – შოვში დატრიალებული ტრაგედიისა და განუზომელი ტკივილის გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
დღეს საქართველო გლოვობს.
სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. მსუბუქი იყოს სტიქიის მსხვერპლთათვის საქართველოს მიწა…
გმირობის ტოლფასია სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცების თავდადება – მათ შეუძლებელი შეძლეს. მადლობა თითოეულ მაშველს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლე იხსნეს.“


Related

მოგვწერეთ