MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2-2 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას – ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.
სტუდენტი ვალდებულია წარმატებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
კონტაქტისთვის: პროფ. გიორგი ხეცურიანი
ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com