Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology – KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26
კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
შეჯერებული სასწავლო კურსები გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტებისთვის
| Courses at sending institution | ECTS | Courses at receiving institution | ECTS | |||
| Calculus T3 | 7 | Calculus I (4 ECTS) | 4 | |||
| Linear algebra TLA | 5 | Linear Algebra and Analytic Geometry (4 ECTS) | 4 | |||
| Applied Physics – Electromagnetizm | 8 | Physics (3 ECTS) Laboratory of Physics (2 ECTS) |
5 | |||
| Circuit Analysis 1 | 5 | Theory of Circuit and Signals (4 ECTS) Computational and Simulation Techniques (4 ECTS) |
8 | |||
| Professional English – electrical and electronic engineering | 5 | This would be fulfilled by other courses + English course B2 or B2+(2 ECTS) Design and Documentation Laboratory (2 ECTS) |
4 | |||
| Total ECTS | 30 | 25 |
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.
მიმართულება: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.