რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027 საშემოდგომო

რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University – RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 4 თვე და 10 დღეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატისთვის გათვალისწინებულია დამატებით სტიპენდია თვეში 250 ევროს ოდენობით.

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?