საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027 საშემოდგომო

საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (Hellenic Mediterranean University – HMU) (ჰერაკლიონი, საბერძნეთი), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ფურცელი და სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში, სწავლისა ან ტრეინინგის მიზნით, 4-4- თვით.

მიმართულებები: საინჟინრო, აგრარული მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?