სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2025-26 საგაზაფხულო

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.05.26

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, ნომინირებულმა აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 15-19 ივნისს დაგეგმილ ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეულში “მწვანე და ცირკულარული საუნივერსიტეტო კამპუსი – ხედვიდან პრაქიკაში განხორციელებამდე”. ღონისძიების პროგრამა, რომელიც ძირითადად მომზადებულია ენერგეტიკისა და გარემსოდაცვის ინჟინერინგის ფაკულტეტის მიერ, ითვალსიწინებს აკადემიურ სესიებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. დეტალური ინფრომაცია საერთაშორისო კვირეულის შესახებ, მათ შორის, სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?