ზაგრების უნივერსიტეტი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027 საშემოდგომო

ზაგრების უნივერსიტეტი (University of Zagreb – UNIZG) (ზაგრები, ხორვატია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა, 5-5 თვით.

მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?