,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” – მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი, მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს იწვევს.
მენტორინგი წარმოადგენს პროფესიული მხარდაჭერის სტრუქტურირებულ მექანიზმს, რომლის მიზანია სტუდენტთა აკადემიური და პიროვნული განვითარება შეფასებისა და საგნობრივი სწავლების გარეშე.
ვინ შეიძლება გახდეს მენტორი?
პროგრამა განკუთვნილია:
- აკადემიური პერსონალისთვის (პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ლექტორები);
- მოწვეული პედაგოგებისა და დარგის ექსპერტებისთვის;
- ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის.
მნიშვნელოვანია: მენტორი არ ასრულებს შემფასებლის როლს და არ მონაწილეობს აკადემიური ქულების მინიჭებაში.მენტორის საქმიანობა.
მენტორინგი ეფუძნება დიალოგს და მოიცავს სტუდენტის მხარდაჭერას მიზნების დასახვასა და პროფესიულ განვითარებაში.
შეხვედრები ტარდება მოქნილ ფორმატში (პირისპირ ან ონლაინ), რეკომენდებულია თვეში 1-2 შეხვედრა.
რატომ უნდა ჩაერთოთ?
მენტორობა გთავაზობთ:
- პროფესიული როლის გაფართოებას;
- პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში ჩართულობას დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთვის გარეშე.
მენტორები გაივლიან Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში შემუშავებულ მოკლე ტრენინგს.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: mentoring@gtu.ge.
მსგავსი
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...