„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე პროექტი გრძელდება
დეტალები:
27 მაისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში, პროექტის „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ რიგით მესამე საჯარო ლექცია გაიმართება.
მესამე ლექციის თემის დასახელებაა — „მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
ამჯერად, ლექციის სპიკერი იქნება პროფესორი თენგიზ მუსელიანი და ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება – სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებს თუ დარგით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ატარებს საჯარო ლექციების ციკლს – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები“.
ლექციების ციკლი მოიცავს 7 საჯარო ლექციას, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი (რისთვისაც საჭიროა სტუდენტი, სულ მცირე, 5 შეხვედრას დაესწროს).