აბდულა გიულის უნივერსიტეტი – თანამშრომელთა ტრეინინგის საერთაშორისო კვირეული “ინტერნაციონალიზაცია სამ განზომილებაში: განათლება, კვლევა და საზოგადოებრივი ზეგავლენა”
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University – AGU) (კაისერი, თურქეთი) 2025 წლის 12-16 მაისს ორგანიზებას უკეთებს თანამშრომელთა ტრეინინგს საერთაშორისო კვირეულს “ინტერნაციონალიზაცია სამ განზომილებაში: განათლება, კვლევა და საზოგადოებრივი ზეგავლენა”.
ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკულ სემინარებს, ნეტვორქინგს მონაწილეებს შორის, კულტურულ აქტივობებს, რაც ღონისძიების მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და დაამყარონ ახალი კავშირები მომავალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
სააპლიკაციო ფორმა და კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია IMOTION პლატფორმაზე იხილეთ აქ.
მსგავსი