Alfa BK უნივერსიტეტი – მრგვალი მაგიდა “მწვანე ეკონომიკა”
2025 წლის 6 მარტს Alfa BK უნივერსიტეტი (Alfa BK University) (ახალი ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს მრგვალ მაგიდას „მწვანე ეკონომიკა“. მრგვალი მაგიდა U-01/2023 პროექტის – “მწვანე ეკონომიკა ციფრულ ერაში” – ფარგლებში იგეგმება.
მრგვალი მაგიდის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- მწვანე ეკონომიკისა და ციფრული პროცესების ურთიერთმიმართება,
- მდგრადი მიწოდების ჯაჭვები ციფრულ ეპოქაში,
- წრიული ეკონომიკა და ციფრული ინოვაცია,
- ჭკვიანი ქალაქები და მდგრადი ურბანული განვითარება,
- კლიმატის ცვლილების შესუსტებისა და ადაპტაციის სტრატეგია,
- მონაცემთა კონფიდენციალურობა და კიბერუსაფრთხოება მწვანე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში,
- პოლიტიკა და რეგულირება ციფრული გარემოს მართვისთვის,
- თანასწორობა, ხელმისაწვდომობა და ციფრული გარღვევა მწვანე ინოვაციაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ მრგვალი მაგიდის ორგანიზატორებს.
კონტაქტისთვის:
პროფ. მარიანა იოკსიმოვიჩი (Marijana Joksimović)
ელ.ფოსტა: marijana.joksimovic@alfa.edu.rs
მსგავსი