ამერიკის საერთაშორისო კოლეჯი – გლობალური უნივერსიტეტი სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს
ამერიკის საერთაშორისო კოლეჯი – გლობალური უნივერსიტეტი (Americas International College – The Global University) ქართველ სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს.
განაცხადების მიღება დაწყებულია ლონდონის ბეისვოტერის კოლეჯსა (Bayswater College London – BCL) და CUOA ბიზნესსკოლაში (CUOA Business School). ეს სტიპენდიები განკუთვნილია ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიუმჯობესონ უნარები და გაიფართოონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში:
CUOA ბიზნესსკოლა:
• ბიზნესსტრატეგია და მარკეტინგის მენეჯმენტი,
• შემოქმედებითობა, ინოვაცია და მეწარმეობა,
• საერთაშორისო მენეჯმენტი და ლიდერობა,
• ოპერაციები, ლოგისტიკა და Lean მენეჯმენტი;
ლონდონის ბეისვოტერის კოლეჯი:
• გამოყენებითი მეცნიერება ბიზნესის მონაცემთათვის,
• ბიზნესსტრატეგიის თანამედროვე თემები,
• ბიზნესის მენეჯმენტის მთავარი თემები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივლისი. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ აქ.
საკონტაქტო ინფორმაცია: ricardobritto.dr@ibs-americas.com
მსგავსი