ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი – ონლაინკონფერენცია „ცხოვრება ზღვარზე: ქაოსი თეატრში, კინოსა და სპექტაკლში“
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (თურქეთი) თეატრისა და დრამის ქსელი დაინტერესებულ პირებს იწვევს ონლაინკონფერენციაზე „ცხოვრება ზღვარზე: ქაოსი თეატრში, კინოსა და სპექტაკლში“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 5-7 დეკემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
ღონისძიება ორგანიზებულია თეატრისა და დრამის ქსელის (Theatre and Drama Network – TDN) მიერ არის გლობალური აკადემიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს თეატრისა და სპექტაკლის სფეროს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს მთელი მსოფლიოდან. https://www.facebook.com/groups/396707868427802/
https://www.youtube.com/@theatreanddramanetwork2214
https://www.instagram.com/theatreanddramanetwork/
ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
თეატრისა და დრამის ქსელი (TDN) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დააარსეს თურქმა მეცნიერებმა თეატრის, დრამისა და პერფორმანსის კვლევების ხელშესაწყობად. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია ჰაკან გულტეკინი – თურქეთის ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის წევრი, ასევე, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარი (ლიტერატურის, დრამისა და შემოქმედებითი წერის სკოლა).
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი 2007 წლის 17 მაისს დაარსდა. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევითი და სოციალურ-კულტურული ობიექტები მდებარეობს ართვინის ქალაქის ცენტრში ორ მთავარ კამპუსში, კერძოდ, ცენტრალურსა და სეითლერის კამპუსში. ასევე, არჰავისა და ჰოფას კამპუსებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წლიდან თანამშრომლობენ ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში.
მსგავსი