ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი – XV საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”


2026 წლის 4-6 ივნისს ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ტარდება XV საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის”.

კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია: რეგისტრაცია – 1750 რუმინული რეი (350 ევრო), კონფერენციაზე დასწრება (მონაწილეობის გარეშე) – 1000 რუმინული რეი (200 ევრო), საზეიმო წვეულება – 200 რუმინული რეი (40 ევრო), ტური – 300 რუმინული რეი (60 ევრო).

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, ასევე, ონლაინ. მონაწილეობის საფასური, ამ შემთხვევაში, იქნება 1000 რუმინული რეი (200 ევრო).

საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ