ჩანდიგარის უნივერსიტეტი – საერთაშორისო აკადემიური პერსონალის განვითარების მე-8 ყოველწლიური პროგრამა


2024 წლის 1-10 ივლისს ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University – CU) (ინდოეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო აკადემიური პერსონალის განვითარების მე-8 ყოველწლიურ პროგრამას (8th Annual International Faculty Development Program – IFDP).

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესი, განათლება, სამართალმცოდნეობა, ხელოვნება.

პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • ტრანსფერს აეროპორტიდან
  • სასტუმროში განთავსებას
  • მასპინძლობას
  • კულტურულ ექსკურსიას ქალაქის გარშემო

რეგისტრაციისათვის და უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


მსგავსი

მოგვწერეთ