DAAD – სამეცნიერო სლემი “Falling Walls Lab 2025” – საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ცვლილება
2025 წლის 31 მაისს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო სლემს “Falling Walls Lab 2025“, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილოებისთვის სააპლიკაციო განაცხადის წარდგენისა და ონლაინდარეგისტრირების ვადამ 2025 წლის 12 მაისამდე გადაიწია.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 3-წუთიანი პრეზენტაცია ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებთან დაკავშირებით, ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ. ეს პლატფორმა აძლევს სტუდენტებს, მკვლევრებს, სტარტაპერებსა და ახალგაზრდა შემოქმედებს შანსს, წარადგინონ თავიანთი იდეა, კვლევა ან პროექტი 3 წუთში — ფორმატით, რომელსაც „3-წუთიანი პრეზენტაცია“ ეწოდება.
ღონისძიებამდე ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა, დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.
თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელიც 2025 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დაგეგმილ „Falling Walls Labs“-ის დახურვის ღონისძიებაში.
კონტაქტისთვის:ანიკა ფრიზე (Anika Freese)
ელ.ფოსტა: anika.freese@daad-lektorat.de
მსგავსი