Erasmus+ – შეხვედრა „ESN საქართველოს“ წარმომადგენლებთან


2025 წლის 18 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ორგანიზაცია „Erasmus Student Network (ESN) საქართველო“ Erasmus+ მობილობით დაინტერესებულ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტურ ორგანიზაცია Erasmus Student Network (ESN) Georgia-სთან წლებია, აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს.  ESN მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც 44 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექცია აქვს. საქართველოში აღნიშნულ ქსელს ESN თბილისის სექცია წარმოადგენს. შექმნის დღიდან, მათი მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და ქართველი ახალგაზრდებისთვის ერასმუს+ გაცვლითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, პრინციპით “სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს”.


მსგავსი

მოგვწერეთ