Erasmus+ დღეები 2024 – Erasmus+ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის


2024 წლის 16 ოქტომბერს, 11:00 AM – 02:30 PM (საქართველოს დროით), Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ორგანიზებას უკეთებს საინფორმაციო ღონისძიებას Erasmus+-ის შესაძლებლობების შესახებ, სადაც სტუდენტები, მომავალი სტუდენტები და ახალგაზრდები გაეცნობიან Erasmus+ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, მათ შორის:

  • საერთაშორისო კრედიტების მობილობას (ICM)
  • Erasmus + მუნდუსს
  • ახალგაზრდების მობილობას და გაცვლას
  • ტრენინგებს
  • ვირტუალურ მობილობას

ღონისძიების სამუშაო ენა: ქართული.

სამიზნე აუდიტორია: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, მომავალი სტუდენტები, ახალგაზრდები.

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი.

ღონისძიების ადგილმდებარეობა დაზუსტდება ონლაინრეგისტრაციის დასრულების შემდგომ.


მსგავსი

მოგვწერეთ