Erasmus+ დღეები 2024 – იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ადმინისტრაციული მობილობა სტუ-ში
Erasmus+ დღეების ფარგლებში, 2024 წლის 11-18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტის (“Gheorghe Asachi” Technical University of Iaşi) (იასი, რუმინეთი) პროფესორები, პროექტის კოორდინატორი ანკუტა როტარუ (Ancuţa ROTARU) და პეტრუ როტარუ (Petru ROTARU).
სამშენებლო და სამშენებლო მომსახურების ფაკულტეტის პროფესორი ანკუტა როტარუ და ინფრასტრუქტურული მომსახურების აკადემიური კამპუსის პროფესორი პეტრუ როტარუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ ადმინისტრაციული მობილობით სტუმრობდნენ.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. რუმინელ კოლეგებს შეხვდენენ დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე, უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, ასევე, Erasmus+ ჯგუფის წარმომადგენლები ნინო ჟიჟილაშვილი, მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი.
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორთან, ქალბატონ ანკუტა როტარუსთან ერთად განხილული იქნა მიმდინარე პროექტის დეტალები; ახალ საპროექტო განაცხადში არქიტექტურის სამეცნიერო მიმართულების დამატების საკითხი და, ასევე, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ხანმოკლე მობილობის შესაძლებლობა (1-3 თვით) სტაჟირების მიზნით.
ქალბატონმა როტარუმ ქართველი კოლეგები იონ მინკუს არქიტექტურისა და ურბანისტიკის უნივერსიტეტთანაც დააკავშირე, სამომავლოდ ახალი თანამშრომლობის დაწყების მიზნით.
Erasmus+ ჯგუფის წევრებმა კოორდინატორი უნივერსტეტის პროფესორებს წარმოუდგინეს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.
Erasmus+ დღეების ფარგლებში, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით რუმინელი კოლეგებისთვის გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული აქტივობებიც: რუმინელ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ტრადიციებს, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილისა და მარგალიტა სეროპიანის მეგზურობით რუმინელმა პროფესორებმა დაათვალიერეს თბილისის, ყაზბეგისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებიც.
მსგავსი