Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში – ვორქშოპები “Erasmus+ შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის”
სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ კონკურსის წესის მიხედვით განსაზღვრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.07.2025,18:00 საათი.გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 ივლისს.
სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში, სწავლებისა ან ტრეინინგის მიზნით. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.
აკადემიური მიმართულება: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესადმინისტრირება და დიზაინი.
მსგავსი