Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია  AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით. მობილობის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 4 თვეა.

მიმართულებები: საინჟინრო მიმართულებები; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი; გარემოს დაცვა.


მსგავსი

მოგვწერეთ