ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მეორედ)
ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტი (Algebra Bernays University) (ზაგრები, ხორვატია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 19.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.12.25
ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტში. შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 16-20 მარტს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში 2026 “ინტერდისციპლინარულობა: ავაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი” (Interdisciplinarity by Design: Building the Future University).
კვირეულის ფარგლებში, “ხუთშაბათი საზღვარგარეთ” ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა პროექტის ფინანსირება (ევროკავშირის მიერ), გაცვლითი პროგრამები და სხვა აკადემიური შესაძლებლობები წარმატებული სტუდენტებისთვის, ნეტვორქინგი საერთაშორისო კოლეგებთან უკვე არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად, ახალი კოლაბორაციული პროექტების განხორციელების მიზნით.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ციფრული კომუნიკაცია, სოციალური მეცნიერებები.
მსგავსი