Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი (“Angel Kanchev” University of Ruse) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
დეტალური ინფორმაცია ანგელ კანჩევის სახ. რუსის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ოთხთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუსის უნივერსიტეტში.
მიმართულება: სატრანსპორტო.
მსგავსი