Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონკარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება.
მსგავსი