Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja – IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.

დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კოორდინატორის მითითებით, შესაძლებელია აკადემიური მობილობა განხორციელდეს 2025 წლის ოქტომბერში.

მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.


მსგავსი

მოგვწერეთ