Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja – IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის, მათ შორის, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მიმართულება: აგროკულტურა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა.


მსგავსი

მოგვწერეთ