Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მესამედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეული პირი უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი. უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებს.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; აგრარული მეცნიერებები.
მსგავსი