Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეული პირი უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი. უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდა მეცნიერებს.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; აგრარული მეცნიერებები.


მსგავსი

მოგვწერეთ