Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბიალა პოდლასკის იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალა პოდლასკაში (John Paul II University of Applied Sciences in Biała Podlaska) (ბიალა პოდლასკა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან იოანე პავლე II-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; აგრარული მეცნიერებები.


მსგავსი

მოგვწერეთ