Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (Mendel University in Brno – MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.

ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ თანამშრომელს, რომელიც პროექტის კოორდინატორს დაუსაბუთებს თავის მზაობას, აქტიურად და ხანგრძლივად ითანამშრომლოს ჩეხ კოლეგებთან კვლევების მიმართულებით და ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების კუთხით.

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, მეტყევეობა.


მსგავსი

მოგვწერეთ