Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

დეტალური ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში მაგისტრატურის და/ან დოქტორანტურის საფეხურის 4 სტუდენტის (მათ შორის, 2 სსმ პირის) მობილობა სწავლისა და/ან სტაჟირების მიზნით, 2-5-თვიანი პერიოდით.

მიმართულება: აგრარული მეცნიერებები, ვეტერინარია.


მსგავსი

მოგვწერეთ