Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში მობილობის შესახებ იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში.
პროექტის კოორდინატორის მითითებით, აკადემიურმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 4-6 ივნისს დაგეგმილ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში “სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის” (“Agriculture for Life, Life for Agriculture”).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს საკონფერენციო ნაშრომის თეზისები. კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია: რეგისტრაცია – 1750 რუმინული რეი (350 ევრო), კონფერენციაზე დასწრება (მონაწილეობის გარეშე) – 1000 რუმინული რეი (200 ევრო), საზეიმო წვეულება – 200 რუმინული რეი (40 ევრო), ტური – 300 რუმინული რეი (60 ევრო).
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, ასევე, ონლაინ. მონაწილეობის საფასური, ამ შემთხვევაში, იქნება 1000 რუმინული რეი (200 ევრო).
მობილობა ითვალისწინებს მხოლოდ 5 დღის დაფინანსებას.
მგზავრობის ხარჯი არ ანაზღაურდება.
აკადემიური მიმართულება: სოფლის მეურნეობა.
მსგავსი