Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (University of South Bohemia in České Budějovice) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.
ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 12 სტუდენტის მობილობა, თითოეული – 2,5 თვის ხანგრძლივობით.
მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში და მომიჯნავე დისციპლინები.
მსგავსი