Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩესტოხოვაში (Jan Dlugosz University in Czestochowa) (ჩესტოხოვა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
დეტალური ინფორმაცია იან დლუგოშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იან დლუგოშის უნივერსიტეტში.
მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.
მსგავსი