Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)


იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩესტოხოვაში (Jan Dlugosz University in Czestochowa) (ჩესტოხოვა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.11.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.11.25.

დეტალური ინფორმაცია იან დლუგოშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა იან დლუგოშის უნივერსიტეტში, 4-4 თვით, სტაჟირების მიზნით.

მიმართულება: მანქანათმშენებლობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.


მსგავსი

მოგვწერეთ