Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology – WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.
დეტალური ინფორმაცია შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე.
მიმართულებები: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ავტომატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
მსგავსი