Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)


გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გაიზენჰაიმი, გერმანია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 10 თვით 2025-2026 აკადემიური წლისათვის.

მიმართულება: ღვინის ბიზნესი.


მსგავსი

მოგვწერეთ