Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University – YTU) (სტამბოლი, თურქეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.05.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 16 მაისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 20 მაისამდე.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლებისა ან ტრეინინგის მიზნით. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 23-27 ივნისს.

აკადემიური მიმართულება: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება.


მსგავსი

მოგვწერეთ