Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


უნივერსიტეტი Junia ISA Lille (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, Junia ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში.

მიმართულება: სურსათის მეცნიერება; კვების მრეწველობა.


მსგავსი

მოგვწერეთ