Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


უნივერსიტეტი Junia ISA Lille (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 28.10.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.25.ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, Junia ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში.

მიმართულება: სურსათის მეცნიერება; კვების მრეწველობა.


მსგავსი

მოგვწერეთ