Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში- 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)


კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology – KUT) (კოშალინი, პოლონეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების სია, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.

მიმართულება: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


მსგავსი

მოგვწერეთ